ქართული | English | 日本語
სამება

(არაოფიციალური თარგმანი)

 

საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ გიორგი მარგველაშვილს,

 

თქვენო აღმატებულებავ,

გულითა და სულით გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.

ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანთა უფლებები და კანონის უზენაესობა. დღემდე ჩვენს ქვეყნებს შორის საუკეთესო ურთიერთობაა დამყარებული და მე პირადად ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მეგობრული და ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა კიდევ უფრო განვამტკიცო და თანამშრომლობა გავაღრმავო ყველა სფეროში, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის ჩათვლით. ვიმედოვნებ, რომ თქვენი აღმატებულება მტკიცედ უხელმძღვანელებს საქართველოს შემდგომ განვითარებას.

თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობას და თქვენი ხალხის კეთილდღეობას.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი
შინძო აბე

ოქტომბერი, 2013

 



* * * * * * * *